პოლონეთში დაკავებული 30-მდე ქართველი დეპორტაციას ელოდება.
დაკავებულთა ძირითადი ნაწილი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით პოლონეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა დააკავა. საქართველოში მათი დეპორტაცია 13 იანვარს იგეგმება. ამ მიზნით პოლონური მხარის ორგანიზებით უკვე დაინიშნა სპეციალური ჩარტერული რეისი ვარშავა-თბილისის მიმართულებით. სწორედ ამ რეისით დააბრუნებენ საქართველოში დეპორტირებულ ქართველებს.
ქართველი არალეგალები დეპორტაციამდე წინასწარი დაკავების იზოლატორში დარჩებიან.
შეგახსნებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები 15 დეკემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ გერმანიაში მატარებლით გადასვლა დააპირეს.