დღეს, 8 იანვარს, პრაიმერის ინიციატორი პარტიები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან პოლიტიკურ კონსულტაციებს განაახლებენ. დღეს ‘'მომავლის პარტიისა'' და "თეთრების" ლიდერებს გია მაისაშვილსა და თემურ შაშიაშვილს შეხვდებიან.
პრაიმერის ინიციატორი პარტიები არიან ‘'კონსერვატორები'', ‘'ხალხის პარტია'' და მოძრაობა ‘'სამართლიანი საქართველოსთვის''.
პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები ასევე გაგრძელდება 9 და 11 იანვარს.
პრაიმერის ინიციატორმა პარტიებმა აქტიური კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან დეკემბრიდან დაიწყეს.
გასულ თვეს მათ საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს სალომე ზურაბიშვილთან, შალვა ნათელაშვილთან, ლევან გაჩეჩილაძესთან, ზურაბ ტყემალაძესთან, გია ჟორჟოლიანთან, ასევე ‘'მწვანეებთან'' და ‘'ვეტერანთა კოალიციასთან''.
პრაიმერის ჩატარება, რომელიც მიზნად ისახავს თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატების გამოვლენას, 28 მარტს იგეგმება.