აშშ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის საქართველოს მადლობას უხდის. ამის შესახებ თბილისში ვიზიტად მყოფმა, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუმ, სახელმწიფო კანცელარიაში უსაფრთხოების საკითხებში ამერიკისა და საქართველოს მთავრობათა სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს იმისთვის, რომ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს", - განაცხადა ვერშბოუმ.