დღეს, 8 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამხედრო ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას და ნატოში საქართველოს ყოფილი სამხედრო ატაშეს, ირაკლი ბატკუაშვილის პროცესი განახლდება.
შეგახსენებთ, რომ მაისაიას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაში ედება ბრალი და აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბატკუაშვილს კი ბრალად საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება ედება.
მაისაია და ბატკუაშვილი 2009 წლის მაისში დააკავეს.