"თავისუფალი დემოკრატების" წევრის, ფრაქცია "ერთობა სამართლიანობის" თავმჯდომარის გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატები" დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის წინააღმდეგები იყვნენ.
"ძალიან კარგია, რომ დეპუტატთა რაოდენობა არ გაიზარდა. ეს იყო ჩვენი ფრაქციის და პარტიის მოთხოვნა და კარგია, რომ კონსესუსი შედეგად", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, "თავისუფალ დემოკრატებს" არასდროს არ მოუწოდებია ოპოზიციისთვის და ხელისუფლებისთვის, რომ მანდატები რაოდენობა 150-დან 190-მდე გაზრდილიყო.
"ამის ჩვენთვის გადაბრალება არის სიცრუე. წინა სხდომებზე კარგად გამოჩნდა ვის რა უნდოდა და არ არის საჭირო ვიღაცეებზე გადაბრალება", - აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთან, ცაგარეიშვილმა ოპოზიციას და მმართველი პარტიის წევრებს ზრდილობიანად მოქცევა ურჩია და შეახსენა, რომ იგი არავის არ უშლის ხელს გამოსვლისას და ანალოგიურად იგივე მოთხოვნა აქვს მათ მიმართ.