ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და ოპოზიცია წინააღმდეგობის დასრულებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
შეთანხმების მიხედვით ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი თანამდებობას დღეს, 10 დეკემბერს, დატოვებს. შესაბამისი განცხადება, სავარაუდოდ, შუადღეს გაკეთდება.
განმეორებითი არჩევნები კი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში 2012 წლის 25 მარტს გაიმართება და მასში მონაწილეობას ალა ჯიოევაც მიიღებს.
ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებამდე მის მოვალეობას ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცოვი შასრულებს.
მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას კოკოითმა ხელისუფლების გამარჯვება უწოდა. მისი თქმით, შესაძებელი გახდა სისხლისღვრის თავიდან აცილება და "ნარინჯისფერ რევოლუციასთან" გამკლავება.
ალა ჯიოევამ, რომლის ინაუგურაიაც დღეისთის იგეგმებოდა, საკუთარ მომხრეებს ცხინვალის მთავარ მოედანზე დარჩენისკენ მოუწოდა, ვიდრე ხელისუფლება მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას არ შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ალა ჯიოევამ გაიმარჯვა. სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა და განმეორებითი არჩევნები 2012 წლის 25 მარტს დანიშნა.
მასალის გამოყენების პირობები