ჩრდილოეთ ოსეთში მკვლელობაში და ნარკოტიკების შენახვაში ეჭვმიტანილი სამი პიროვნება დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
"სამივე სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ალა ჯიოევას ნდობით აღჭურვილი პირები არიან', _ აცხადებენ ასევე ე.წ. ექს-კანდიდატის ჯამბულატ თედეევის შტაბში.
პოლიციის მონაცემებით დაკავებულნი არიან: ტაიმურაზ გაგლოევი ზედმეტსახელად "რიჟი თემო", ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციური ინტერნეტგვერდის "უასამონგ"-ის მთავარი რედაქტორი სოსლან კოკოევი და რობერტ ტაბუევი, ზედმეტსახელად "ტაზ-ბაში".
"გაგლოევი ეჭვმიტანილია კერძო მეწარმის სოსლან ჰუგაევის მკვლელობაში, რომელიც 13 ოქტომბერს ვლადიკავკასია ერთ ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში", _ აცხადებენ ჩრდილოეთ ოსეთის შს სამინისტროს პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, კოკოევი და ტაბუევი ეჭვმიტანილნი არიან დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვაში. "პირადი ჩხრეკისას აეროპორტ "ვლადიკავკაზში" ტაბუევს 2,5 გრამი ჰეროინი აღმოაჩნდა. ბარგის გახსნის შემდეგ კი ნარკოტიკების უფრო დიდი პარტია იქნა ნაპოვნი", _ აცხადებენ პრესსამსახურში და აღნიშნავენ, რომ ტაბუევი დამნაშავეობრივი ჯგუფის აქტიური წევრი იყო. ეს ჯგუფი გამოძალვით, ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვით და ავტომობილების გატაცების იყო დაკავებული.
"აქამდე, დაპატიმრებული ფედერალურ ძებნაში იმყოფებოდა ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული რამდენიმე ხმამაღალი მკვლელობის გამო, მათ შორის ვლადიკავზის მერის ვიტალი კარაევის მკვლელობის გამო, რომელიც 2008 წლის შემოდგომაზე მოკლეს", _ აცხადებენ პრესსამსახურში.
რაც შეეხება კოკოევს, გამოძიება აცხადებს, რომ კოკოევი უკვე არაერთგზის ნასამართლევია - მაგალითად 1994 წელს სანქტ-პეტერბურგში იგი დააკავეს ყალბი პასპორტით და ეჭვმიტანილი იყო მკვლელობის ჩადენაში დამამძიმებელ გარემოებებში.
თუმცა, ჯაბმბოლატ თედეევის შტაბის წარმომადგენელი ელინა მარზოევა აცხადებს, რომ - ყველა დაკავებული ჯიოევას ნდობით აღჭირვილი პირები არიან.
"ეს ის ადამიანები არიან რომლებზეც აქ ყველაფერი იყო დამოკიდებული, ჩვენ დარმუნებულნი ვართ, რომ ყველა ბრალდება შეთითხნილია და ისინი პოლიტიკური მოტივით დააკავეს", _ განაცხადა მან.