დღეს, უკრაინის დედაქალაქ კიევში, ხელოვნების სასახლეში ჩატარდება 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა. 16 მონაწილე გუნდი გადანაწილდება ოთხ ჯგუფში.
გუნდები შემდეგნაირად არიან განთესილნნი:
პირველი კალათა: პოლონეთი, ესპანეთი, ჰოლანდია, უკრაინა
მეორე კალათა: გერმანია, იტალია, ინგლისი, რუსეთი
მესამე კალათა: ხორვატია, საბერძნეთი, პორტუგალია, შვედეთი
მეოთხე კალათა: დანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, ირლანდია
წილისყრა თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება