მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ ჩავა მექსიკაში, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის წევრია, ახლად არჩეული პრეზიდენტის კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციაზე დასასწრებად.
ამის შესახებ რუსეტის საგარეო საქმეთა სამინსტროს ლათინური ამერიკის დეპარატმენტის დურექტორმა ალექსანდრ შეტინინმა განაცხადა.
„ჩვენ მივიღეთ მიწვევა (მექსიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე), ამისთვის ჩვენ მადლობელი ვართ მექსიკის მხარის“, - თქვა მან.
შეტინინის თქმით, პუტინმა დანიშნა თავისი წარმომადგენელი, რომელიც რუსეთს წარადგენს ღონისძიებებზე.
შეტინინს არ განუმარტავს პუტინის უარის მიზეზები, მაგრამ დასძინა, რომ სავარაუდოდ „მოსკოვი მოქმედებს არსებული პროტოკოლური პრაქტიკისა და რუსეთის ლიდერის ვალდებულებების შესაბამისად“.
მექსიკამ რომის სტატუტს 2005 წელს მოაწერა ხელი და ექვემდებარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას, რომელმაც პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
მანამდე უკრაინამ მექსიკის მთავრობას სთხოვა პუტინის დაპატიმრება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის შესაბამისად, თუ ის დაესწრება პრეზიდენტის კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციას 1-ელ ოქტომბერს.