ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცახდებით, ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით დაახლოებით 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს.
„რუსეთის უწყვეტი თავდასხმები ნიშნავს, რომ უკრაინას სჭირდება ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა. ევროკომისია უკრაინას 35 მილიარდ ევრომდე სესხს გამოუყოფს G7-ის დაპირების ფარგლებში. ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში დღეს ჩავიდა. ეს მისი მერვე ვიზიტია კიევში.