უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ რუსეთის წინააღმდეგ ომში დამოკიდებულია მოკავშირეების მიერ მიმდინარე წელს მიღებულ სწრაფ გადაწყვეტილებებზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკიმ თქვა, რომ მომავალ კვირაში "გამარჯვების გეგმას" შეერთებულ შტატებში. პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად განიხილავს.
„გეგმის გადაწყვეტილებების უმეტესობა მასზეა (ბაიდენზე) დამოკიდებული. სხვა მოკავშირეებისგანაც, მაგრამ არის გარკვეული პუნქტები, რომლებიც შეერთებული შტატების კეთილგანწყობასა და მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, - განაცხადა ზელენსკიმ.
კიევის მიერ შემუშავებული "გამარჯვების გეგმის" დეტალები ჯერ საჯაროდ არ გაჟღერებულა.
„მთელი გეგმა დამოკიდებულია ჩვენი პარტნიორების სწრაფ გადაწყვეტილებებზე. გეგმა ეფუძნება გადაწყვეტილებებს, რომლებიც უნდა იქნას მიღებული ოქტომბრიდან დეკემბრამდე და ამ პროცესების არგადადებაზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.