ცხინვალის რეგიონში მდგომარეობა იძაბება. ე.წ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს. მისი მომხრეები ცხინვალში აქციებს მართავენ. ე.წ. არჩევნების შედეგები ბიბილოვმა სასამართლოშიც გაასაჩივრა. გამარჯვებული ალა ჯიოევა კი ლონკურენტს მოუწოდებს დროულად სცნოს დამარცხება და არ შეუწყოს ხელი რეგიონსი მდგომარეობის დესტაბილიზაციას.
"ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივმართავ ჩემს კონკურენტს ანატოლი ბიბილოვს, რომ შეასრულოს მოქალაქეობრივი ვალი და აღიაროს დამარცხება. შექმნილ სიტუაციაში ვაპირებთ მოვიცადოთ და ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებას დაველოდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თავიდან ვერ ავიცილოთ მოვლენების ისე განვითარება, რომელიც საზიანო იქნება სამხრეთ ოსეთისთვის და რუსეთის ფედერაციისათვის ", _ აცხადებს ალა ჯიოევა.
მასალის გამოყენების პირობები