ე.წ სამხრეთ ოსეთის "ცესკოს" მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მონაცემებით, ჯერ-ჯერობით ალა ჯიოევა ლიდერობს, თუმცა ე.წ. ცესკო ასევე აცხადებს, რომ მეორე კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი ჯიოევას თანდათან "ეწევა". ამავდროულად, ანატოლი ბიბილოვის საარჩევნო შტაბში თავიანთი კანდიდატის გამარჯვებას ზეიმობენ.
ე.წ. ცესკოს ინფორმაციით, ალა ჯიოევას ამ დროისათვის 8 955 ხმა აქვს მიღებული, ანატოლი ბიბოლოვს კი 8 971 ხმა. მათივე ინფორმაციით, სულ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 27 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ე.წ. ცესკოს ინფორმაციით, ხმების დათვლის პროცესი ამჟამად გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ანატოლი ბიბილოვის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ მათმა კანდიდატმა ამომრჩევლების 8 525 ხმა დააგროვა, ალა ჯიოევას კანდიდატურას კი ხმა 7 407 ადამიანმა მისცა ხმა. ბიბილოვის შტაბში აცხადებენ, რომ ამ არჩევნებში მათმა კანდიდატმა გაიმარჯვა და ამის შემდეგ არჩევნების შედეგები ალბათ აღარ შეიცვლება.