ოსი სეპარატისტები მოსაბრუნის, ქარძმანის, არცევისა და სინაგურის გამშვებ პუნქტებზე გადაადგილებას კრძალავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დღეიდან, 24 ნოემბრიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.
"გამშვებ პუნქტებზე გადაადგილება 28 ნოემბერს აღდგება", _ იუწყება ოსური მხარე.
შეგახსნებთ, რომ დღეს ოსმა სეპარატისტებმა ასევე გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ ახალგორსა და დანარჩენ საქართველოს შორის გზას კეტავენ და ყოველივე ამას 27 ნოემბერს დანიშნული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის აკეთებენ.