ზერბაიჯანის გაზეთ "რეალური აზერბაიჯანის" რედაქტორს, ეინულე ფატულაევს, ახალი ბრალდება _ ნარკოტიკების შენახვა წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "თავისუფლება" ავრცელებს.
სასამართლომ ჟურნალისტს ახალ ბრალდებასთან დაკაშირებით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა და იგი უახლოეს დღეებში კოლონიიდან საგამოძიებო იზოლატორში იქნება გადაყვანილი.
გამოძიების მონაცემებით, დაკავებულ ჟურნალისტის საკნის შემოწმებისას 0,22 გრამი ჰეროინი აღმოუჩინეს. ადგილობრივი უფლებათადამცველები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებისთვის არასასურველ ჟურნალისტს ნარკოტიკები ჩაუდეს, რაც უახლოეს დღეებში მისი საქმის სტრასბურგის სასამართლოში განხილვას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ფატულაევი 2007 წელს გასამართლებული იქნა გადასახადების გადახდისგან თავის არიდების, ეროვნებათა შორის შუღლის გაღვივებისა და ტერორიზმის საფრთხეებთან დაკავშირებით და მას 8,5 წელი მიესაჯა. საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტიამ" ფატულაევი სინდისის პატიმრად გამოაცხადა.