თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მზად არის ხელი შეუწყოს პირდაპირ მოლაპარაკებებს უკრაინასა და რუსეთს შორის, მათ შორის ლიდერების დონეზე შესაძლო სამიტის ჩატარებას, იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე ამისთვის მზად იქნება.
ამის შესახებ ერდოღანმა ანტალიის დიპლომატიის მე-5 ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის მხარი დაუჭიროს ყველა ნაბიჯს, რომელიც ხელს შეუწყობს პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელებას უკრაინასა და რუსეთს შორის, მათ შორის ლიდერების დონეზე შესაძლო შეხვედრას, თუ ამას მხარეები მოისურვებენ.
მისი თქმით, თურქეთი სერიოზულად უდგება სამშვიდობო პროცესს და მხარს უჭერს მოლაპარაკებებით ომის დასრულების იდეას.
ერდოღანმა ასევე გამოთქვა წუხილი უკრაინაში ომის შედეგად გამოწვეული ნგრევისა და ადამიანური მსხვერპლის გამო და აღნიშნა, რომ კონფლიქტი უნდა დასრულდეს სამართლიანი და თანაბარი მოლაპარაკებების გზით.
მისი განცხადებით, თურქეთი მზად არის ხელი შეუწყოს ყველა ინიციატივას, მათ შორის ლიდერების დონის შეხვედრას, თუ ეს მხარეებს სურთ.
„გვჯერა, რომ ომი დასრულდება მოლაპარაკებების პროცესით, რომელშიც მხარეები სამართლიანად და თანაბრად იქნებიან წარმოდგენილები. მინდა სრული გულწრფელობით განვაცხადო, რომ თურქეთი მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა ხელშემწყობ ნაბიჯს პირდაპირი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, მათ შორის ლიდერთა სამიტს, თუ მხარეები მზად იქნებიან“, - აღნიშნა ერდოღანმა.