აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკისა და ირანის მომლაპარაკებლები, სავარაუდოდ, ამ შაბათ-კვირას შეხვდებიან და ის ელოდება, რომ უახლოეს ერთ–ორ დღეში შესაძლებელი იქნება ომის დასრულებასთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმების მიღწევა.
ამის შესახებ მან გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ირანელები შეხვედრას ითხოვენ და შეთანხმების დადება სურთ. მოლაპარაკებები შესაძლოა უახლოეს შაბათ-კვირას გაიმართოს, ხოლო შეთანხმება ერთ–ორ დღეში გაფორმდეს", - აღნიშნა ტრამპმა.
ამავე დროს წყაროები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა და აშშ-სა და ირანს შორის სამმხრივი სამშვიდობო გეგმის შეთანხმებასთან დაახლოებისა, ძირითად საკითხებზე კვლავ რჩება უთანხმოებები.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ შეთანხმება უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას და აღნიშნა, რომ ისრაელი ომს „მნიშვნელოვანი წარმატებით“ დაასრულებს.