აშშ-მა 30 დღით გააუქმა სასანქციო შეზღუდვები ზღვით ტრანსპორტირებული რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენაზე, მიუხედავად წინა საჯარო დაპირებებისა, რომ შესაბამის ლიცენზიებს აღარ გააგრძელებდნენ.
ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
„უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC), რომელიც ხაზინის დეპარტამენტს ეკუთვნის, გასცემს გენერალურ ლიცენზიას №134B — „რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებისა და გაყიდვის ნებართვის შესახებ, რომლებიც 2026 წლის 17 აპრილის მდგომარეობით გემებზეა დატვირთული“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ახალი ლიცენზია ძალაში იქნება 16 მაისამდე და ჩაანაცვლებს რუსულ ნავთობზე სასანქციო გამონაკლისს, რომლის მოქმედებაც 11 აპრილს ამოიწურა.
უკრაინელი ჟურნალისტი ოსტაპ იარიში აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში არასასურველ გადაწყვეტილებებს ხშირად პარასკევს საღამოს აცხადებენ, რათა მედიისა და აუდიტორიის ყურადღება ნაკლები იყოს, რადგან შაბათ-კვირას ადამიანები ნაკლებად ადევნებენ თვალს ახალ ამბებს.
„ეს ორპარტიული ტრადიციაა: ასე არაერთხელ მომხდარა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, ასევე ჯო ბაიდენისა და წინა ადმინისტრაციების პერიოდშიც,“ - განაცხადა ჟურნალისტმა.