აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცახდებით,, როდესაც ჰორმუზის სრუტეში არსებული მდგომარეობა მოგვარდა, ნატო-ს წარმომადგენლები მას დაუკავშირდნენ და დახმარება შესთავაზეს, თუმცა მან მათ მოუწოდა პროცესში არ ჩარეულიყვნენ.
ახლა, როდესაც ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული სიტუაცია დასრულდა, ნატო-დან დამირეკეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ გვჭირდებოდა. ვუთხარი, რომ თავი შორს დაეჭირათ, იმ შემთხვევაში თუ გემების ნავთობით დატვირთვა არ სურდათ. როცა საჭიროები იყვნენ, უსარგებლოები იყვნენ, ქაღალდის ვეფხვებივით!“- წერს ტრამპი.