სეპარატისტული აფხაზეთის დედაქალაქს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სოხუმიდან ადგილობრივმა მცხოვრება აცნობა, უკვე მეორე დღეა სოხუმი ელექტროენერგიის გარეშე იმყოფება.
დენის გათიშვის მიზეზი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარი სამი ძლიერი აფეთქებაა. აფეთქების მიზეზად ხაზების მაღალი დატვირთვა სახელდება. როდის აღუდგება სეპარატისტული აფხაზეთის დედაქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება ჯერ-ჯერობით უცნობია.