2010 წლის 1-ლი იანვრიდან ინდუსტრიალურად განვითარებული ქვეყნების გაერთიანებას - G8-ის სათავეში კანადა ჩაუდგება.
29-30 მარტს მისი თავმჯდომარეობით, ოტავასთან ახლოს მდებარე განსვილში დიდი რვიანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი გაუმართება.
სამიტზე განხილული იქნება მსოფლიოსათვის აქტუალური საკითხები _ საერთაშორისო უსაფრთხოება, ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, გლობალური დათბობა და რეგიონალური პრობლემატიკა.
G8-ს ყოვლეწლიურად ერთი წევრი ქვეყანა თავმჯდომარეობს. როტაცია შემდეგი პრინციპით ხდება : საფრანგეთი, აშშ. Dდიდი ბრიტანეთი, რუსეთი, გერმანია, იაპონია, იტალია, კანადა.
უნდა აღინიშნოს რომ ცვლილება მოხდა G20-შიც, სადაც დიდმა ბრიტანეთმა თავმჯდომარეობა სამხრეთ Kკორეას გადასცა.