სომალელმა მეკობრეებმა 2010 წელს პირველი გემი უკვე გაიტაცეს. მათი მსხვერპლი ამჯერად სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი ინდონეზიური ტანკერი "პრამონი" გახდა.
ტანკერი სხვადასხვა ტიპის ქიმიური ნივთიერებებით იყო დატვირთული. გატაცებული გემის ბორტზე ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფება. მათ შორის არიან ინდონეზიის, სამხრეთ კორეის, ნიგერიისა და ვიეტნამის მოქალაქეები.
გემის გატაცება ადანის ყურეში მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, გატაცების შესახებ სამართალდამცველებს გემიდან აცნობეს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მეკობრეებს 2009 წელს გატაცებული 12 გემი კვლავ დაკავებული ჰყავთ. მათ ტყვეობაში 270 ადამიანი რჩება.