„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ ოპოზიციას კოორდინირებული ფიზიკური ძალადობით უპასუხა , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ პარლამენტში შევედით იმისთვის, რომ მოქალაქეები, მათ შორის ისინიც, ვინც ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა, თავიანთი საჭიროებებისა და პრობლემების წინაშე მარტო არ დაგვეტოვებინა, მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და პარლამენტში განსხვავებული აზრის დასაფიქსირებლად ყველა საპარლამენტო ინსტრუმენტი გამოგვეყენებინა. ჩვენ ამ მისიის გზიდან არ გადაგვიხვევია. „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ ოპოზიციას კოორდინირებული ფიზიკური ძალადობით უპასუხა. ჩვენს კოლეგას, გიგა ფარულავას, სამედიცინო დახმარება დასჭირდა
დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ნიშნავს საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების საფრთხეში ჩაგდებას. ამ ძალადობას ხელს უწყობს დაუსჯელობის განცდა, რომლითაც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მყოფი პირები სარგებლობენ“, - წერს გახარია X-ზე.