უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის დამატებით 6 000 კვადრატული კილომეტრის ოკუპაციის მცდელობა მას შესაძლოა მილიონი სამხედროს დაკარგვად დაუჯდეს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია Al Jazeera-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსები ამბობენ, რომ უკრაინის ტერიტორიის კიდევ 6 000 კვადრატული კილომეტრის დაკავება სურთ. თუმცა მათ იციან, რომ ამხელა ტერიტორიის დასაპყრობად მილიონი ადამიანია საჭირო. ისინი კი ამ მილიონს დაკარგავენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის შეფასებით, მოსკოვისთვის ნებისმიერი ტერიტორიული დათმობა მას მხოლოდ ახალი მოთხოვნების წამოყენებისა და უკრაინის მიწების კიდევ უფრო დიდი ნაწილის დაკავებისკენ უბიძგებს.