დღეს ნიუ-იორკის მცხოვრებლებსა და ტურისტებს საახალწლო ღამისთვის იშვიათი მოვლენის _ ცისფერი მთვარის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ.
როგორც ამერიკის კოსმოსური სააგენტო იტყობინება, ცისფერი მთვარე მიმდინარე კალენდარული თვის განმავლობაში მეორე სავსე მთვარეობაა და ის ორწელიწადნახევარში ერთხელ მეორდება, თუმცა საახალწლო ღამეს ასეთი მოვლენა 19 წელიწადში ერთხელ ხდება.
ბოლოს აღნიშნული მოვლენა 1990 წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა, შემდგომ კი მისი ნახვა დედამიწის მოსახლეობას 2028 წელს ექნება.
პირველი სავსემთვარეობა 2 დეკემბერს დაფიქსირდა, ახალი წლის ღამეს ცისფერი მთავრის დანახვა კარგი ამინდის პირობებში შესაძლებელი იქნება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მოსახლეობისთვის, ასვე ევროპელებისა და აფრიკელებისათვის.