სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ სულ 34 დასახელების სურსათის 1945 ნიმუში იქნა გამოკვლეული.
ამის შესახებ დღეს 2009 წლის მუშაობის შედეგების შეჯამებისას სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსმა, მაია მეტრეველმა განაცხადა. მეტრეველის თქმით, გამოკვლეული იქნა ასევე სასმელი წყალიც.
დარღვევები აღმოჩნდა 320 ნიმუშში. გამოვლინდა როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ხარისხობრივი პარამეტრების დარღვევები და სხვადასხვა ტიპის შეუსაბამობები.