ამერიკული საერსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებას რუსეთი მოიერიშე შეტევითი სისტემების გაძლიერებით უპაუხებს. ეს განცხადება რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.
"იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ბალანსი, ჩვენ უნდა განვავითაროთ მოიერიშე შეტევითი სისტემები. თუ ჩვენ ბალანსის შენარჩუნება გვინდა ჩვენ ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა უნდა მოვაწესრიგოთ: მოგვცენ ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ინფორმაცია თავის რაკეტსაწინააღმდეო თავდაცვით სისტემაზე, ჩვენ კი ჩვენს მოიერიშე შეტევითი სისტემების შესახებ რაღაც ინფორმაციას მივცემთ",_ განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ "ორივე ეს სისტემა მსოფლიოში ძალოვანი ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს".
ამათან ერთად, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული შეტევითი იარაღის შესახებ მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს.
პუტინმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აუცილებლად მიიჩნევს შეიარაღების შემცირების შესახებ საკითხში გარკვეული წესების შემოღებას.
"ვფიქრონ წესები ყველასათვის ერთი უნდა იყოს, ერთნაირი და ყველასათვის გასაგები, ადვილად გადამოწმებადი, ტრანსპარენტული. ამგვარი წესების არსებობა უკეთესია, ვიდრე მათი არარსებობა", _ განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციამ მოიერიშე შეტევითი სისტემები, რომ არ გააძლიეროს მაშინ "რუსეთის პარტნიორები თავს სრულიად უსაფრთხოდ იგრძნობენ და მათი მხრიდან გაიზრდება აგრესიულობა როგორც პოლიტიკაში ისე ეკონომიკაში და ბალანსი დაირღვევა".
"მართალია, ჩვენ არ ვანვითარებთ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას, მაგრამ ჩვენ ვანვითარებთ მოიერიშე შეტევით სისტემებს", _ აცხადებს ვლადიმერ პუტინი.