საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ბათუმის მიმართულებით დამატებით მატარებლებს სთავაზობს.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ბათუმში საახალწლოდ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ადგილების რაოდენობა გასამმაგებულია.
მატარებლები გაზრდილი შემადგენლობით 29 დეკემბრიდან - 4 იანვრის ჩათვლით იმოძრავებს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც სალაროებში, ასევე ინტერნეტის მეშვეობით.