სამების საკათედრო ტაძარში საქართველო-კათოლიკოს პატრიარქის ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა მიმდინარეობს.
დღეს უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად აღსაყდრებიდან 32 წელი სრულდება.
სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას მინსკისა და სრულიად ბელორუსის მიტროპოლიტი ფილარედი, ქართველი მღვდელმთავრები, მრევლი, საზოგადო მოღვაწეები ესწრებიან.
ილია მეორემ 1956 დაამთავრა მოსკოვის სასულიერო სემინარია, 1960 - სასულიერო აკადემია.
1959 ბერად აღიკვეცა თბილისში.
1963-იდან შემოქმედის ეპისკოპოსი, იმავე წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. 1967-იდან ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი, 1969-იდან - მიტროპოლიტი. 1963-1972 მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი.
1977 წლის 23 დეკემბერს ხელდასხმულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად.
ილია II დაჯილდოებულია საქართველოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების უმაღლესი ჯილდოებით. იგი არჩეულია ნიუ-იორკის წმ. ვლადიმერის სახელობის მართლმადიდებელი სასულიერო სემინარიის და პენსილვანიის წმ. ტიხონის სახელობის სასულიერო აკადემიის (აშშ) საპატიო დოქტორად, კრეტას მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსად. ეკუთვნის საყურადღებო ნაშრომები ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიისა და თეოლოგიის დარგში.
მასალის გამოყენების პირობები