თელავის ბავშვთა პოლიკლინიკის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვალერი გრემელაშვილმა განუცხადა, პროექტის განხორციელება 2010 წლის თებერვლიდან დაიწყება.
`პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპზე 180 000 ლარი დაიხარჯება, ხოლო მეორე ეტაპზე 120 000 ლარი. პროექტს დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ~, - განაცხადა გრემელაშვილმა.