აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ CNN-ის და Politico-ს წარმომადგენლების თეთრ სახლში დაშვებას კრძალავს.
„ამაყად ვაცხადებ, რომ დღეიდან, დაუყოვნებლივ ვკრძალავ ყალბი ამბების CNN-ის, MSNOW-ის (რომელმაც ცოტა ხნის წინ სახელი MSNBC-დან შეიცვალა, დაბალი რეიტინგისა და სანდოობის ნაკლებობის გამო!) და Politico-ს (რომელმაც აშშ-ის მთავრობისგან, კრიმინალი ჯო ბაიდენის დროს, მიიღო უკანონო და აბსურდული, ყველა დროის რეკორდული – 8 მილიონი დოლარის ღირებულების გამოწერა, მხოლოდ იმისთვის, რომ „ცოცხლები“ დარჩენილიყვნენ. ჩემი აზრით, ეს კორუფციას ჰგავს!) – თეთრ სახლში შესვლას, მათი მუდმივი ყალბი „რეპორტაჟების“ გამო!
მედიასაშუალებებს არ უნდა შეეძლოთ მუდმივად წერონ ან გაავრცელონ გამოგონილი ამბები და ტყუილები, როდესაც ისინი აშშ-ის პრეზიდენტს, ტრამპის ადმინისტრაციას ან ამერიკის შეერთებულ შტატებს აშუქებენ.
სხვა „ყალბი ამბების“ მედიასაშუალებებსაც იგივე ელოდებათ.“ - წერს ტრამპი