აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ აფხაზეთისა და საქართველოს ურთიერთობა საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია. ეს განცხადება სერგეი ბაღაფშმა "ფინალ. ფმ" _სთან საუბარში დღეს გააკეთა.
ბაღაფში აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, "როდესაც საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოვა ისეთი ხალხი, რომელიც აღიარებს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა".
"საქართველოსთან ურთიერთობების დალაგების წინააღმდეგნი არ ვართ. ჩვენ გვერდიგვერდ ვცხოვრობთ. მაგრამ ჩვენ ურთიერთობა უნდა დავამყაროთ, როგორც ორმა დამოუკიდებელმა სახელმწფომ. ბევრია ისეთი პრობლემები, რომლებიც ერთად უნდა გადავწყვიტოთ: ენეგეტიკა, რკინიგზა, სატრანსპორტო კვანძები. ჩვენ შორის ჩინეთის კედელს ვერ ააგებ და ახლა უკვე ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, უფრო სწორედ, მის საქციელზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართებაში. ვნახოთ, როგორი კურსი იქნება გამოცხადებული საქარველოს მიერ", _ აცხადებს ბაღაფში და დასძენს: "კარგად მესმის, რომ ნებისმიერი ხელმძღვანელი, რომელიც ხელისუფლების სათავეში ამ ხელისუფლების შემდეგ მოვა, ქართული მიწების გაერთიანებას დაიწყებს. ეს ჩვენთვის მიუღებელია. ასე მოლაპარაკებებს არ გავმართავთ".
"აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების თემა ერთხელ და სამუდამოდ დახურულია", _ აღნიშნავს ბაღაფში.