დაუდგენელი პირების მიერ უცხოური სანომრე ნიშნის მქონე მანქანებით აქციის მონაწილეების გატაცება ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების ახალი ვერსიაა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
"ტერორი საქართველოში: დაუდგენელი პირების მიერ უცხოური სანომრე ნიშნის მქონე მანქანებით აქციის მონაწილეების გატაცება ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების ახალი ვერსიაა. მე ვარ ვაშინგტონში, რათა წარმოვადგინო ხალხის ხმა, რომლებიც ხედავენ, რომ მათი უფლებები და მომავალი მოპარულია!" - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაუდგენელმა პირებმა 18 იანვარს, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან 2 ადამიანი გაიტაცეს.