შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დამზადება-გამოყენების ფაქტზე დააკავეს ინდივიდუალური მეწარმე უშანგი მაკარაძე, რომელმაც თითქოს შპს „არქმშენდიზაინს" მიაწოდა 12 000 ლარის ღირებულების საქონელი, რის სანაცვლოდაც მას ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული თანხის 5% გადაეცა. სახელმწიფო ბიუჯეტმა კი მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიიღო.
წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე.