ზუგდიდში მეზობელმა მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მომხდართან დაკავშირებით 108-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
TV პირველის ინფორმაციით, მოკლული 55 წლის ედიშერ შამუგიაა, რომელსაც 70 წლის მეზობელმა სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რომელიც მიწის გამო დავას ეხებოდა.