ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები არც ერთ თავდასხმას და არც ერთ მუქარას უპასუხოდ არ დატოვებს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ველზე მარცხი განიცადა, შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა ჩვენი სიმტკიცე გამოეცადა.
ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები არც ერთ თავდასხმას და არც ერთ მუქარას უპასუხოდ არ დატოვებს.
თუ უსაფრთხოდ ყოფნა გსურთ, დატოვეთ ჩვენი რეგიონი.
სპარსეთის ყურის ისტორია სავსეა თავებით, რომლებიც გარედან შემოჭრილი ძალების მძიმე და სავალალო ბედზე მოგვითხრობს,“ - წერს არაღჩი.
შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხოდ, ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელეს.