ევროკავშირი მომავალ კვირას, 11 ივნისს, ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება“, - წერს იოზვიაკი.
მისი ცნობით, ევროკომისია დეკემბერში წარადგენს ყოველწლიურ ანგარიშს ვიზების შესახებ, იანვარში კი წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.