ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში მიგრაციის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ქალაქში არეულობები დაიწყო მას შემდეგ, რაც ორშაბათ საღამოს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში დანით თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. დაზარალებულს ჭრილობები სახის, ზურგისა და თვალების არეში აქვს მიყენებული. დაკავებულია 30 წლის სუდანის მოქალაქე, რომელსაც მკვლელობის მცდელობის, საჯარო ადგილზე დანის ტარებისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდება წაუყენეს. ის სასამართლოს წინაშე ოთხშაბათს წარდგება. თავდამსხმელი დიდ ბრიტანეთში 2023 წელს ჩავიდა და იმავე წელს ლტოლვილის სტატუსი მიიღო.
არეულობების მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის კონტეინერებს და მანქანებს. სრულად შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
ზოგიერთ ადგილას პროტესტი მშვიდობიანად ჩატარდა, მაგრამ რამდენიმე რაიონში ადგილი ჰქონდა ძალადობას.
ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რის შემდეგაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თავდასხმას „შემზარავი“ უწოდა.