შიდა ქართლის მოსახლეობა მოითხოვს, რომ ისე, როგორც მევენახეებს გამოეყოთ სახელმწიფო დოტაცია, მათაც მიეცეთ ფულადი დახმარება ხილის, კერძოდ კი ვაშლის მოყვანისთვის. ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა, ზურაბ ნოღაიდელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გორის რაიონის მოსახლეობას პრეზიდენტის, მთავრობისა და შიდა ქართლის გუბერნატორის სახელზე უკვე შეგროვებული აქვს. ნოღაიდელის განცხადებით, ანალოგიური მოთხოვნა გააჩნიათ დასავლეთ საქართველოს რეგიონების მეციტრუსეებსაც.
"ხელისუფლებამ გლეხები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აქცია, ამიტომ პოლიტიკური მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებას, ანგარიში გაუწიოს მოსახლეობის თხოვნას და გამოუყოს დოტაცია ხილისა და ციტრუსის მწარმოებელ გლეხებს," - განაცხადა ნოღაიდელმა.