დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ხელისუფლებას "ძეგლებთან ბრძოლის მანიით დაავადებულებად" აფასებს.
"შემზარავია ის ფაქტი, როცა პარლამენტის თბილისიდან გადატანას ადამიანების სიცოცხლე ეწირება. ორმაგად შემზარავია, როცა ამ პროცესის მსხვერპლი 8 წლის ბავშვი ხდება. ეს მთლიანად სააკაშვილის ბრალია, რადგან პარლამენტის გადატანა მისი ბრძანებით ხორციელდება", - განაცხადა ცაგარეიშვილმა დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც აღნიშნულს "იდიოტობად" აფასებს.
მისივე თქმით, ადგილი აქვს ხელისუფლების მიერ ძეგლებთან ბრძოლის სამარცხვინო ფაქტს, რასაც დეპუტატი აღმაშფოთებელს უწოდებს.
"მე პირადად მრცხვენია, რომ ძეგლებთან ბრძოლის მომსწრე ვარ და მცხვენია იმისიც, რომ ვერაფერი გავაკეთეთ გაბოროტებული ხელისუფლების ქმედებები რომ შეგვეჩერებინა. საჭიროა ახლა ხმა მთელმა საზოგადოებამ ამოიღოს", - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.