ინდოეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავის კატასტროფისს შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, სატრანსპორტო თვითმფრინავი An-32 ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ ასამში ჩავარდა.
ინდოეთის საჰაერო ძალების ცნობით, თვითმფრინავი ჯორჰატის რეგიონში რეგულარულ ფრენას ასრულებდა. საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ დაწყებულია გამოძიება.
კატასტროფის ადგილზე გამოძიება მიმდინარეობს. ინდოეთის საჰაერო ძალები ყველას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ვარაუდებისგან, ვიდრე წინასწარი შედეგები არ გახდება ცნობილი.