დღეს, 21 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო "თორი" ირაკლი გედენიძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის სახელწოდებაა _ "20 წლის შემდეგ". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება განსხვავებული ფოტოქრონიკა - საქართველო სამოქალაქო ომიდან დღემდე
გამოფენის ორგანზიტაორების განცხადებით, ფორმითა და შინაარსით ეს იქნება პირველი დოკუმენტური გამოფენა საქართველოში. გამოფენის სახელწოდებაა "20 წლის შემდეგ".
ირაკლი გედენიძე წლების განმავლობაში თანამშრომლობს სხვადასხვა გამოცემებთან, მათ შორის "როიტერთან", გადაღებული აქვს ექსკლუზიური კადრები ცხელი წერტილებიდან, უნიკალური კადრები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ყველა ფოტო პანორამულია, რაც, ასევე, გამოფენის სიახლეა.