თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მას სამართალდამცველებმა ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.
ია სირანაშვილის თქმით, 5 პოლიცია წიხლებით შედგა და ურტყამდა.
"ტელეფონი დამაგდებინეს, წამაქციეს, წიხლებით შემდგნენ, არ შემიშვეს შიგნით, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. გამომაგდეს, კარები გადამიკეტეს, წიხლებით შემდგა ერთი 5 პოლიციელი ერთად, ძალიან ცუდად ვარ, გვერდები მტკივა, ღვიძლში მირტყეს ფეხები და წიხლები. 5 კაცმა წიხლებით გამიგდეს, ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, თქვენ ნორმალურები ხართ? ეს პოლიციელები არიან თუ კრიმინალები? ესეთი რამე მე ცხოვრებაში არ გმომივლია. წინა რეჟიმის დროსაც ადვოკატი ვიყავი და ახლაც. ადვოკატს წიხლებს ურტყამდნენ, ეს რა ხდებ ხალხო", - განუცხადა სირანაშვილმა ჟურნალისტებს.
ცოტა ხნის წინ თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ სახლში დააკავეს. ადგილზე ხმაური იყო.
მანამდე, მისი ბინის ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, სამართალდამცველები იარაღს ეძებდნენ. ამავე მიზეზით გაჩხრიკეს მისი ავტომობილიც.