ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე თამაზ ელიზბარაშვილის მანქანაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალას ფეისბუქ-გვერდი „თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ საჩივარი მუქარაზე შევიდა.
ადვოკატმა "ტვ პირველს განუცხადა, რომ ელიზბარაშვილს 2 დღის წინ “იმედის“ თანამშრომლები თავს დაესხნენ და ეუბნებოდნენ ბოდიში მოეხადა, მისი პოზიციის გამო რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.
"დაახლოებით 2 დღის წინ, თავს დაესხნენ, სავარაუდოდ, იმედის ჟურნალისტები, რასთან დაკავშირებითაც ბატონმა თამაზმა ვიდეოთი მოახსენა საზგადოებას, რომ მას თავს დაესხნენ. უთხრა იმედის ჟურნალისტებს მისთვის ბოდიში მოეხადათ და ბოდიშის მაგივრად, ახლა, პატარა ბავშვთან ერთად, გააჩერა პოლიციელების გუნდმა, უტარებენ ჩხრეკას და სავარაუდოდ, აპირებენ დაკავებას.
დღეს გამოძებას რანაირი ეფქეტი არ აქვს, როდესაც მოქალაქე მიმართავს ხოლმე, თუნდაც, მუქარასთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში არანაირი რეაგირება არ აქვთ ხოლმე, ირიქით, 8 კაცი დაესხა თავს, ცოლთან ერთად იყო და აქეთ აკავებენ და აქეთ ჩხრეკენ.
რაც შეეხება 238 მუხლს- არანაირი იარაღი ბატონ თამაზს არ აქვს, არც ჰქონია და გაუგებარია, რა შუაშია იარაღი", - განუცხადა ადვოკატმა ია სირანაშვილმა "ტვ პირველს".
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავონ.