სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა აფხაზეთის ე.წ. მთავრობას აფხაზურ საზღვარგარეთის პასპორტებზე მუშაობის მიმდინარეობის შესახებ ანგარში ჩააბარა. ალექსანდრე ანქვანბის განცხადებით ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა იმაზე თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს აფხაზეთის საზღვარგარეთული პასპორტი, რა ენებზე უნდა იყოს იგი შევსებული და რა სიმბოლოები უნდა იყოს დატანილი ზედ.
"ამჟამად მიმდინარეობს სერიოზული სამუშაო. ჩვენ გამუდმებით ვიმყოფებით რუსეთის ფედერაციის "გოსზნაკთან" კავშირში. ის აფხაზური საზღვარგარეთის პასპორტი, რომელზეც მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს ყველა საჭირო და აუცილებელი ნიშნებით იქნება დაცული. ახალი პასპორტები ფედერალურ სახელმწიფო უნიტარულ საწარმოში "გოსზნაკში" (რუსეთი) დაბეჭდება",_ განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა.