დღეიდან, 19 ოქტომბრიდან, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" თვითმმართველ ქალაქებში მერის პირდაპირი წესით არჩევის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამ საკითხთან დაკავშირებით "ქრისტიან-დემოკრატები" თვითმმართველ ქალაქებში ერთდროულად პრესკონფერენციებს გამართავენ.
"ქრისტიან-დემოკრატებს" გამოდიან ინიციატივით, რომ თბილისის მსგავსად, დანარჩენ თვითმმართველ ქალაქებსაც - რუსთავს, ბათუმს, ფოთს და ქუთაისს, არჩეული მერი ჰყავდეთ და დარწმუნებული არიან, რომ მათი მოსაზრება ამ ქალაქების მოსახლეობის მოსაზრების თანხვედრია და საკმარისი ოდენობის ხელმოწერებსაც შეაგროვებენ.