ხვალ, 19 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ციხის ბუნტში ბრალდებულ ქალთა სასამართლო პროცესი განახლდება.
პროცესზე მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ მოწმეების დაკითხვა უკვე რამდენიმე სხდომაა მიმდინარეობს. უკვე დაკითხულია ციხის რამდენიმე თანამშრომელი.
მოწმეებამდე კი, სასამართლომ დაზარალებულებს მოუსმინა, თავად ბუნტის ორგანიზებასა და მონაწილეობაში ბრალდებული 38 ქალი კი ჯერ არ დაკითხულა.
შეგახსენებთ, რომ ქალთა კოლონიაში ციხის ბუნტი გაზაფხულზე მოხდა.