10 ივნისს, 16:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში ანსამბლ "ფარვანის" კონცერტი გაიმართება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული უმცირესობების კულტურის ხელშეწყობის პროგრამით, აზერბაიჯანული ფოლკლორული ანსამბლის "ფარვანის" წევრებს საჩუქრად ქართულ ნაციონალურ კოსტუმებს გადასცემს.
მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული აზერბაიჯანული ფოლკლორული ანსამბლი ,,ფარვანი" უკვე მეოთხე წელია არსებობს. მომავალში აზერბაიჯანელი ბავშვები კულტურის სამინისტროს მიერ ნაჩუქარი ქართული ნაციონალური კოსტუმებით ქართულ ცეკვებს შეასრულებენ.
პროექტი ხორციელდება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ფინანსური მხარდაჭერით.
კონცერტს დაესწრებიან კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ფორჩხიძე, აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის (ქ. მარნეული), მარნეულის კულტურის სამსახურისა და სამინისტროების წარმომადგენლები.