"გერმანიის ექს-კანცლერი ჰელმუტ კოლი ბერლინის კედლის დაცემის საზეიმო ღონისძიებებზე არა ავადმყოფობის, არამედ მისთვის ბერლინში ჩასასვლელად თვითმფრინავის არგამოყოფის გამო არ ჩავიდა", - წერს ჟურნალი "შპიგელი".
გამოცემის მიხედვით, გერმანიის გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი მნიშვნელოვნად განაწყენდა თავის მომხრეებსა და თანაპარტიელებზე, რომლებმაც მას ქალაქ ობესხეიმიდან, სადაც იგი ამჟამად ცხოვრობს, ბერლინში გასამგზავრებლად თვითმფრინავი არ გამოუყვეს.
"კოლიმ, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ ოპერაცია გადაიტანა, თხოვნით მიმართა მთავრობის კანცელარიას, რათა მისთვის სპეცთვითმფრინავი გამოეყოთ, თუმცა, გერმანიაში არსებული ინსტრუქციების მიხედვით, რადგან ექს-კანცლერები არ შედიან იმ პირთა წრეში, რომელთაც უფლება აქვთ გამოიყენონ სამთავრობო ტრანპორტი, მას აღნიშნულზე უარი უთხრეს", - იუწყება გამოცემა, რომლიც აქვე წერს, რომ "ჩინოვნიკებს არც კი განუხილავთ სხვა შესაძლო ვარიანტი, რათა გერმანიის გაერთიანების ერთ-ერთი მესაძირკვლე საზეიმო ღონისძიებებს დასწრებოდა".
გამოცემა მიიჩნევს, რომ ასეთი "არამიზნობრივი გამოყენება სამთავრობო ტრანპორტის კოლის შემთხვევაში ნამდვილად არ ინქებოდა საზოგადოების მიერ აღქმნული, როგორც დანაშაული".
9 ნოემბერს, გერმანიის გაერთიანების დღეს, ქვეყნის პრეზიდენტს ხოსტ კოლერს უამრავი სტუმრის წინაშე მოუწია უხერხულობის განცდა იმის გამო, რომ "გერმანიის ერთიანობის კანცლერი" საზეიმო ღონისძიებებს არ ესწრებოდა.