სოჭსა და გაგრას შორის საზღვაო სამოქალაქო მიმოსვლა, რომელიც ჯერ 1 ივნისს უნდა დაწყებულიყო და აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის გარდაცვალების გამო 3 ივნისისათვის გადაიდო კვლავ გადადებულია. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სოჭსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის საზღვაო მიმოსვლა 12 ივნისს უნდა დაიწყოს.
ბილეთები უკვე იყიდება. ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 500 რუსული რუბლია.
სოჭიდან გაგრამდე რეისის მანძილის დაფარვის დრო 1 საათით და 10 წუთით განისაზღვრა.